რუსეთის სასამართლომ ქართველ მებრძოლ გიორგი გოგლიძეს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული გამოცემა TASS - ი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოძიების მტკიცებით, გოგლიძე უკრაინაში "დაქირავებული მებრძოლი" იყო, და პატიმრობაც ამ მუხლით შეუფარდეს.გიორგი გოგლიძე და კიდევ ორი ქართველი რუსეთის ტყვეობაში 2023 წლის 14 ნოემბერს ჩავარდა.