გერმანიის მომავალი მთავრობის კოალიციური შეთანხმების ტექსტში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებაც არის საუბარი - Palitra News

გერმანიის მომავალი მთავრობის კოალიციური შეთანხმების ტექსტში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებაც არის საუბარი

2025-04-10 14:25:25+04:00

გერმანიის მომავალი მთავრობის კოალიციური შეთანხმების ტექსტში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებაც არის საუბარი. ტექსტიდან ამონარიდს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

„კოალიციური შეთანხმება ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU), ქრისტიან-სოციალურ კავშირსა (CSU) და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) შორის (4472):

„საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროევროპულ ძალებს“, - ნათქვამია ამონარიდში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.