გაფართოვდება თუ არა საერთაშორისო სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ? პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად განიხილება ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადება, რომელმაც საფრანგეთს მოუწოდა ბიძინა ივანიშვილის მისამართით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ. ამავდროულად ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკლირი აცხადებს, რომ მუშაობენ ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის პერსონალური სანქციების დაკისრებაზე. კრიტიკული გზავნილები ისმის ევროკავშირიდანაც. ევროპელი დიპლომატების ნაწილი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ევროკავშირის პოლიტიკის გადახედვას ითხოვს. თემაზე უკვე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები.რა პასუხს სცემენ დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკულ გზავნილებს სანქციებთან დაკავშირებით თავად "ქართული ოცნების" წევრები.