ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მხარი 89 დაუჭირა, 3 წინააღმდეგი იყო. რეზოლუციის მიხედვით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობა ქართული ოცნების დელეგაციის არა არჩევანი, არამედ ვალდებულებაა". "რაც შეეხება მოწოდებას ხელისუფლებისადმი, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რათა ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები სასწრაფოდ აღმოიფხვრას და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი, დემოკრატიული პარლამენტის არჩევნების გამოცხადებას.