აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავა - Palitra News

აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავა

2025-04-10 16:07:39+04:00

აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური დავის საფუძველზე, ნაცნობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის 150 000 აშშ დოლარის გამოძალვა განიზრახეს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ბრალდებულები აღნიშნულ პირს სხვადასხვა დროს, თბილისსა და ბათუმში ძალადობით და ძალადობის გამოყენებით, თანხის გადაცემას აიძულებდნენ. ამასთან ბრალდებულები დაზარალებულს და მის მეგობარ გოგონას, ფულის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებითაც დაემუქრნენ. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.