დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ახალ სავაჭრო ტარიფებზე 90 დღიანი პაუზა დაწესდა და ამ ერიოდის განმავლობაში მინიმალური 10%-იანი საბაზისო ტარიფი იმოქმედებს. ტრამპის გადაწყვეტილებამ უკვე იქონია გავლენა ამერიკისა და აზიის საფონდო ბირჟებზე, რომლებიც აპრისლის დასაწყისიდან, ტრამპის მიერ ახალი ტარიფების გამოცხადების შემდეგ ვარდნას განიცდიდნენ. 90 დღიანი შეჩერების პოლიტიკა არ ვრცელდება ჩინეთზე, რომელსაც ტრამპმა სავაჭრო ტარიფი ამჯერად 125%-მდე გაუზარდა. ახალი ტარიფების დაწესების 90 დღით შეჩერება დადებითად აისახა აშშ-სა და აზიის საფონდო ბირჟებზეც. უოლ სტრიტზე რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ტრამპის გადაწყვეტილება გლობალური ეკონომიკის სასარგებლოდ გადადგმული დადებითი ნაბიჯია.