როგორ აფასებს ოპოზიცია სტრასბურგიდან გაჟღერებულ გზავნილებს - Palitra News

როგორ აფასებს ოპოზიცია სტრასბურგიდან გაჟღერებულ გზავნილებს

2025-04-11 09:16:27+04:00

დასტური იმისა, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის მხარდამჭერი რჩება - ასე აფასებს ოპოზიცია სტრასბურგიდან გაჟღერებულ გზავნილებს. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ რეზოლუციაზე ამახვილებენ. ამბობენ, რომ ევროპელმა დეპუტატებმა მიღებულ დოკუმენტში დეტალურად ასახეს ის რეალობა, რომელიც საქართველოში შეიქმნა. ხელისუფლების ოპონენტები ქართული ოცნებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ ელიან, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ პარტნიორები საქართველოს მხარდამჭერას მომავალშიც გააგრძელებენ.