უწყვეტი პროტესტის 134-ე დღეს მოქალაქეებმა დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაკეტეს. მათი მოთხოვნები უცვლელია - გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. აქციის მონაწილეები უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სწორედ ამის დამსახურებაა დასავლეთის მხრიდან “ქართული ოცნების” წინააღმდეგ პოლიტიკის გამკაცრება. საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტს, ტრადიციულად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეების მარშიც შეუერთდა. პროტესტმა უწყვეტი ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე განაცხადა.