დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა, - ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პრინცმა ჰარიმ ლვოვში კლინიკა მოინახულა და ომში დაჭრილ ჯარისკაცებს შეხვდა. კლინიკაში ვიზიტის მიზანი ქვეყნისთვის მიწოდებული დახმარებისა და რეაბილიტაციის სერვისების დათვალიერება იყო. გამოცემის ცნობით, დაუგეგმავი მოგზაურობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც უკრაინა დატოვა.