ნიუ-იორკში, ჰუდსონის მდინარეში ტურისტების ოჯახის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ნიუ-იორკის მერზე, ერიკ ადამსზე დაყრდნობით ავრცელებს. მერის თქმით, ხუთსულიანი ოჯახი ესპანეთიდან იყო, მეექვსე დაღუპული კი - პილოტია. ამასთან, გამოცემა ABC News-ს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ დაღუპულია ტექნოლოგიური კომპანიის, Siemens-ის, აღმასრულებელი დირექტორი ესპანეთსა და სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, ავგუსტინ ესკობარი, მისი მეუღლე და შვილები - 4, 5 და 11 წლის ბავშვები. ABC News-ს ორმა ესპანელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ოჯახი ნიუ-იორკს ბარსელონადან სტუმრობდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.