"კვირის პალიტრა" წელსაც არ არღვევს ტრადიციას და მკითხველს ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს საქართველოს გამაქრისტიანებლის წმინდა ნინოს ხატითა და მაცხოვრის საფლავზე გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით მოულოცავს. ჩვენ ყოველწლიურად გიამობობთ რომ მაცხოვრის საფლავიდან გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლები, რომლებიც საჩუქრად გადაეცემა მკითხველს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ჩამოიქნება. მცხეთის წმინდა გიორგის მონასტერი სწორედ იმ ეზოშია, სადაც საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ყმაწვილობაში ცხოვრობდა.