მოსამართლეების შემდეგ ახლა უკვე ძალოვანი სტრუქტირის წარმომადგენლების მისამართით გაერთიანებულმა სამეფომ სანქციების ახალი პაკეტი აამოქმედა. დიდმა ბრიტანეთმა „ქართული ოცნების“ ოთხ მაღალჩინოსანს ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესა. გაერთიანებული სამეფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ქართული ოპოზიციური სპექტრი საუბრობს. მათი განცხადებით სანქციები პასუხია რეპრესიებზე, რომელსაც ქართული ოცნების წევრები ახორციელებენ. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ სანქცირებულთა სია გაფართოვდეს და ამ სიაში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც მოხვდეს. მოსამართლეებისა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების შემდეგ იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი შემდეგი ვისაც დიდი ბრიტანეთი სანქციებს დაუწესებს.