„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დასაწყებად პროკურატურას მიმართავს. შესაბამის დოკუმენტაციას ქართული ოცნება საგამოძიება უწყებაში დღის ბოლომდე გადაგზავნის. მთავარი საგამოძიებო უწყებისთვის მიმართვის საფუძველი ვაშაძის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. დღევანდელ სხდომაზე მისვლას არც კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ნიკა მელია აპირებს.