პედოფილიის ბრალდებით დუშეთში მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დააკავეს - Palitra News

პედოფილიის ბრალდებით დუშეთში მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დააკავეს

2025-04-11 12:41:34+04:00

პედოფილიის ბრალდებით დუშეთში მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დააკავეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებული, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, ესაუბრებოდა მათ სექსუალური შინაარსის საკითხებზე და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა. ბრალდებულის ტელეფონში ნახეს სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, რომლის გამოყენებითაც მამაკაცს კომუნიკაცია ათეულობით არასრულწლოვანთან ჰქონდა. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.