აშშ-ის ფედერალური მოსამართლე აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ასობით ათასი მიგრანტისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილებას დაბლოკავს. ბოსტონში აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თქმით, ადმინისტრაციას 24 აპრილიდან 450 ათასამდე მიგრანტის დაჩქარებული წესით დეპორტაცია სურს. მოსამართლის განმარტებით, დაჩქარებული დეპორტაციის კანონმდებლობა ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს და არა მათზე, ვინც აშშ-ში შესვლის უფლება პირობითი ვადამდელი გათავისუფლების პროგრამის საფუძველზე მოიპოვა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ამოქმედებული მიგრანტების დროებითი სამართლებრივი დაცვის ორწლიანი პროგრამა ასობით ათას კუბელ, ჰაიტელ, ნიკარაგუელ და ვენესუელ მიგრანტზე ვრცელდება.