პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მორიგ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმეზე გენერალურ პროკურატურას მიმართავს. კომისია მსგავსი ზომების მიღებას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას შემთხვევაშიც გეგმავს. კომისიაზე არგამოცხადებული პირები ამბობენ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, შესაბამისად, ამ პროცესში ჩართვას არ აპირებენ.