ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო გეგმების შესახებ ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა პრიორიტეტად დაასახელა ქვეყნის ევროინტეგრაცია და რეგიონში სამშვიდობო პოლიტიკის გაძლიერება. ამ კონტექსტში კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებშიც კი, რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით სამშვიდობო ხედვა მაინც არსებობს.