გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრ, თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, პარლამენტთან დღეს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დაიგეგმა. მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან 15:00 საათზე შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ნარატავი აგვისტოს ომის გმირებთან და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან მიმართებით, ყოველგვარ ზღვარს სცდება“. მათივე თქმით, ანწუხელიძის მიმართ „ქართული ოცნების“ შეურაცხყოფას საზოგადოება არ აიტანს. დღეს თბილისში კიდევ ორი აქციაა დაგეგმილი. 19:00 საათზე პროტესტი გაიმაღტება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, 20:00 საათზე კი მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან. რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართა გუშინაც. დემონასტრანტების თქმით, 14 აპრილს დიდი აქციის ჩატარებისთვის ემზადებიან. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.