საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების ნაწილმა ვასილ ივანოვ ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ისინი ტელეკომპანიის დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიკერძოებული იყო. ჟურნალისტების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გუშინ გაავრცელა. თავად ვასილ ივანოვ ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი აცხადებენ, რომ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილებაში დიდი წილი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძეს უკავია. ჟურნალისტები სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ.