უკრაინაში აშშ-ის წარმომადგენელი, კიტ კელოგი აცხადებს, რომ უკრაინის დაყოფის შესახებ The Times-მა მისი სიტყვები არასწორად გადასცა. კელოგის განმარტებით, ის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინის სუვერენიტეტის მხარდამჭერ სამშვიდობო ძალებზე საუბრობდა. დაყოფის შესახებ საუბრისას კი მოკავშირეთა ძალების პასუხისმგებლობის ზონებს გულისხობდა და არა უკრაინის დაყოფას. შეგახსენებთ, The Times-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც კიტ კელოგი აცხადებს, რომ უკრაინა შეიძლება ისე დაიყოს, როგორც ბერლინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. კელოგის განცხადებით, უკრაინის დასავლეთ ტერიტორიებს ფრანგული და ბრიტანული ჯარები გააკონტროლებენ, ხოლო რუსეთის არმია ოკუპირებულ აღმოსავლეთს. მათ შორის კი უკრაინული ჯარები და დემილიტარიზებული ზონა იქნება. კელოგმა სტატიაში გადმოცემული ინფორმაცია უარყო.