„როიტერის“ ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას აღარჩი ომანში ჩავიდა, სადაც დღეს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს.მედიის ცნობით, ირანის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას აღარჩი უხელმძღვანელებს, ხოლო ამერიკულ მხარეს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი წარმოადგენს. მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებმა განაცხადეს, რომ გარკვეული პროგრესის მიღწევის შანსები არსებობს, თუმცა უთანხმოება კვლავ რჩება. ჯერ უცნობია მოლაპარაკებების ფორმატიც. დონალდ ტრამპი მოითხოვს, რომ ირანელებთან პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართოს, ხოლო თეირანი დიალოგის შუამავალის დახმარებით გამართვის მომხრეა. ამასთან, აშშ ითხოვს, რომ ირანმა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე. თეირანში აცხადებენ, რომ ბირთვული ენერგია მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვის სჭირდებათ და ბირთვული იარაღის შექმნა არ აქვთ განზრახული.