„სტუდენტების ერთობა საქართველოს გამარჯვებისთვის“ - ამ ლოზუნგით სტუდენტები დღეს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, აქციას გამართავენ. მათი მთავარი მიზანია ქართველი ხალხის ერთიანობის და პროდასავლური კურსის სურვილი მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახონ. სამოქალაქო აქტივისტების და მოქალაქეების თქმით, ისტორიულად, ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში გარდამტეხი როლი სწორედ სტუდენტებს ჰქონდათ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათი პროტესტი სასურველ შედეგს მოიტანს. დღეს 19:00 საათზე, სტუდენტები თსუ-ის პირველ კორპუსთან იკრიბებიან და მარშით იმ მარშრუტს გაივლიან, რომელიც 978 წლის 14 აპრილს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გაიარეს.