აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უსამართლო სავაჭრო ბალანსისა და სატარიფო ბარიერებისთვის, რომლებსაც სხვა ქვეყნები აშშ-ის წინააღმდეგ იყენებენ, პასუხისმგებლობას თავს ვერავინ დააღწევს. მისი თქმით,„პარასკევს არანაირი სატარიფო „გამონაკლისი“ არ გამოცხადებულა. ეს პროდუქტები ექვემდებარება ფენტანილის არსებულ 20%-იან ტარიფებს და ისინი უბრალოდ სხვა ტარიფების „კატეგორიაში“ გადადის. მისივე თქმით ეროვნული უსაფრთხოების სატარიფო გამოძიების ფარგლებში ნახევარგამტარებს და ელექტრონიკის მთელ მიწოდების ჯაჭვს განიხილავენ. მანამდე, ტრამპის ადმინისტრაციამ პარასკევს გამოაცხადა, რომ იმპორტირებულ სმარტფონებზე, ლეპტოპებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებსა და კომპონენტებზე აშშ-ის ახალი ტარიფები არ გავრცელდება.