ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომა პირველ საათზე დაიწყება. სასამართლო სხდომაზე მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება. წინა სასამართლო სხდომაზე ჯამში ხუთი პოლიციელი გამოიკითხა, რომლებიც მზია ამაღლობელის დაკავებისა და გამოძიების პროცესში იყვნენ ჩართული. პატიმარი ჟურნალისტის ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მიაწოდეს. მათი თქმით, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.