რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას ბოლო მონაცემებით, 34 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა, დაშავებულია 117 მშვიდობიანი მოქალაქე. მომხდარს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები საერთაშორისო ლიდერების მხრიდან. აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ სუმში მომხდარი თავდასხმა საშინელებაა. ამასთან, ევროპელი ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსეთი იყო და რჩება აგრესორად. პარალელურად, ვოლოდიმირ ზელესნკი საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთზე სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდებს. რას ამბობენ ლიდერები და როგორ ვითარდება მოვლენები.