საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას მოსმენა კამათის ფონზე მიმდინარეობს - რა კითხვები აქვთ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან - Palitra News

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას მოსმენა კამათის ფონზე მიმდინარეობს - რა კითხვები აქვთ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან

2025-04-14 15:13:48+04:00

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოსმენა კამათის ფონზე მიმდინარეობს. გახარია 20 ივნიისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანების გაცემას ადასტურებს, მაგრამ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანების გაცემას უარყოფს. 20 ივნისის მოველენების ფართო კონტექსტში გასააზრებლად გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის გამოკითვასაც ითხოვს. ამჟამად ოპოზიციონერი პოლიტიკოსის რანგში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადება კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა გახარიას მხიდან პარლამენტის აღიარებად ჩათვალა, თუმცა გიორგი გახარია პოზიციას არ ცვლის და პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებს. მაგდა ბლუაშვილი ადევნებს თვალს სხდომის მიმდინარეობას.