პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ჩვენების მისაცემად თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს. ჯაფარიძე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე 19:00 საათზე უპასუხებს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალდებას სავარაუდოდ, ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც, უკვე სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. სასამართლოში გამოკითხვას ელოდებიან ჯაფარიძის თანაგუნდელები, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. ყველა მათგანმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადა. ამ ეტაპზე ამავე მიზეზით საქმის ფარგლებში უკვე ბრალდებულები და გირაო შეფარდებულები არიან, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი.