სტუდენტები დღეს თბილისში საპროტესტო მსვლელობას გამართავენ - Palitra News

სტუდენტები დღეს თბილისში საპროტესტო მსვლელობას გამართავენ

2025-04-14 15:26:04+04:00

სტუდენტები დღეს თბილისში საპროტესტო მსვლელობას გამართავენ. აქციის ორგანიზატორია სრუდენტური მოძრაობა სტუდენტების ერთობა საქართველოს გამარჯვებისთვის“. მათი ინფორმაციით, 19:00 საათზე თსუ-ის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და გაივლიან იმ მარშრუტს, რომელიც „1978 წლის 14 აპრილს დედაენის დღეს, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გაიარეს“. 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო ტალღა უცვლელი მოთხოვნებით 138 დღეს ითვლის.