2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე საუბრისას, დღეს გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება თავად გასცა, თუმცა, აქვე დაამატა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება მას არ გაუცია. ამასთანავე, გიორგი გახარია 20 ივნისის მოველენების ფართო კონტექსტში გასააზრებლად ბიძინა ივანიშვილის გამოკითვაც ამოითხოვა. აღსანიშნავია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გახარიას მისვლა თეა წულუკიანმა გახარიას მიერ პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებად ჩათვალა - წულუკიანის ამ განცხადებას გიორგი გახარია ადგილზევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტის ამ შემადგენლობას არალეგიტიმურად მიიჩნევს.