პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. „ქართული ოცნების“ ლიდერების განმარტებით, აუცილებელია კანონში გაიწეროს რეგულაციები, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს ბერკეტი, რომ უკვე აკრძალული პარტიის მსგავსი საქმიანობისა თუ შემადგენლობის სხვა პარტიებიც ასევე აკრძალოს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია ერთპიროვნული მმართველობის დაკანონებას გეგმავს.