რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას ბოლო მონაცემებით, 34 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულია 117 მშვიდობიანი მოქალაქე. მომხდარს საერთაშორისო ლიდერები აქტიურად ეხმაურებიან და რუსეთის მიერ ჩადენილ მორიგ დანაშაულს გმობენ. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სუმზე თავდასხმა საშინელება იყო და რუსეთმა მორიგი შეცდომა დაუშვა. ამასთან, ევროპელი ლიდერები აღნიშნავენ, რომ რუსეთი იყო და რჩება აგრესორად და ის დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს. ამავდროულად, ვოლოდიმირ ზელესნკი საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთზე სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდებს. დღეს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი შედგა, სადაც დასავლელმა ლიდერებმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს.