„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის არაკონსტიტუციურად გამოცხადება თვითმმართველობის არჩევნების დამთავრებამდე გადადო. როგორც მამუკა მდინარაძემ ამტკიცებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას ჯერ ქართველი ხალხი გასცემს პასუხს, შემდეგ კი „ქართული ოცნება“ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენს. ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ „ქართული ოცნება“ მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან მათ ქართველი ხალხის პროტესტის შეეშინდებათ. იმ ოპოზიციური პარტიებში, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არაერთხელ დაუანონსა, აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მთავარი მიზანი ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაა.