პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, პროკურატურამ გივი თარგამაძეს ბრალი წარუდგინა - Palitra News

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, პროკურატურამ გივი თარგამაძეს ბრალი წარუდგინა

2025-04-15 09:29:40+04:00

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, პროკურატურამ გივი თარგამაძეს ბრალი წარუდგინა. ის პარლამენტში, 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც - გამოძიება მასაც კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავება. როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვები ძირითადად კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას უკავშირდებოდა.