ოპოზიცია გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიის სხდომაში მონაწილეობისთვის აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გახარიასგან ახალი არაფერი მოუსმენიათ - მათ შორის არც 20 ივნისის აქციის დაშლასთან და ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. მათივე განცხადებით, ის, რაც პარლამენტში იხილეს, ერთი დიდი შოუ იყო, სადაც „ქართული ოცნების“ ყოფილი და მოქმედი წევრები ერთმანეთს უაზროდ ექიშპებოდნენ. როგორც ცნობილია, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს შეთანხნდენ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდებოდნენ, რადგან ეს პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების ტოლფასი იქნებოდა. ოპოზიციის წევრები ახლა ამბობენ, რომ კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას გამოცხადებით სალომე ზურაბიშვილთან დადებული შეთანხმება დარღვეულია.