რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა და ომში მყოფი ქვეყნის ლიდერის მორიგი კრიტიკული განცხადება - ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის ფედერაციის დუმილზე კიდევ ერთხელ საუბრობს და განმარტავს, რომ 34 დღეა, პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ღიად აცხადებს. უკრაინის ლიდერი მთავარ გამოსავალს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაში ხედავს და აცხადებს, რომ აგრესორი ქვეყნის შემთხვევაში დიპლომატია რეგიონში სიმშვიდეს ვერ დაამყარებს.