აშშ-ის მოკლევადიანი საგადასახადო შეღავათები - დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები იმ ავიაკომპანიების დახმარების გზებზე ფიქრობს, რომლებიც კანადაში, მექსიკასა და სხვა ქვეყნებში წარმოებული ნაწილებიდან ამერიკულ წარმოებაზე გადასვლას გეგმავენ. ამასთან, გასულ კვირას აშშ-ის საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ ამერიკაში სმარტფონებსა და კომპიუტერებზე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული 10%-იანი საერთაშორისო გადასახადი არ გავრცელდება. აქვე აშშ-ის ლიდერმა დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში მის მიერ დაწესებული ტარიფები იმპორტირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებზეც გავრცელდება.