“რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში” - სწორედ ამ სახელწოდებით მედიის ადვოკატირების კოალიციამ პირველი არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის მონიტორინგის შედეგების ანგარიში წარმოადგინა. კვლევა ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ პასუხობს მის მიზნებსა და პრინციპებს. მედიის ადვოკატირების კოალიციაში მიიჩნევენ, რომ მაუწყებელი ღიად გამოხატავს „ქართული ოცნების“ მიმართ კეთილგანწყობასა და მმართველი გუნდის მიმართ მიკერძოებას. კვლევაში აღნიშნულია, რომ მაუწყებლის მხრიდან შეინიშნება ჟურნალისტების დევნისა და დაშინების ფაქტები. რეკომენდაციების სახით, კოალიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია მაუწყებლის მოქმედი მენეჯმენტი, პოლიტიკურად მიუკერძოებელი მენეჯმენტით შეიცვალოს.