ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებმა“ კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, კანონპროექტი -„უკრაინის მხარდაჭერის აქტი“ - წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა წარადგინა და ის უკრაინის უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციის დაფინანსების უზრუნველყოფასა და რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ასევე მედიების ცნობით, კანონპროექტი კიევის მთავრობის მხარდაჭერის მიზნით ტრამპის ადმინისტრაციაზე ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობაა.