გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი თავისი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, უკრაინას ეწვევა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მაისის დასაწყისში უკრაინაში მერცის შესაძლო ვიზიტი მზადების პროცესშია. ვიზიტი, სავარაუდოდ, 9 მაისს კიევში დაგეგმილ “მსურველთა კოალიციის“ სამიტს დაემთხვევა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრიც დაესწრებიან. ფრიდრიხ მერცი უკვე იმყოფებოდა უკრაინაში 2024 წლის დეკემბერში. მაშინ ის გერმანიის ოპოზიციური პარტიის ლიდერის სტატუსით იყო და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა.