იანვარ-მარტში ექსპორტი 5.7%-ით, ხოლო იმპორტი 20.1%-ით გაიზარდა.
ამ წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 მილიარდ 619 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.2 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცმებით, აქედან აქვეყნებს ექსპორტი 1 მილიარდ 401 მილიონი დოლარი იყო და ზრდამ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტით შეადგინა, ხოლო იმპორტი 4 მილიარდ 217 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ზრდამ ამ შემთხვევაში დაახლოებით 20 პროცენტი შეადგინა.
ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მარტში 2 მილიარდ 816 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1 პროცენტია.