პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.4%-ით გაიზარდა და 835 მლნ დოლარი შეადგინა. „გალთ ენდ თაგარტის“
შეფასებით, ამ წლის მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 8.7%-ით გაიზარდა და ზრდამ 300 მლნ დოლარი შეადგინა.
კვლევითი ორგანიზაციის პროგნოზით, მიმდინარე წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს.
გასულ წელს ეს მაჩვენებელი 4.4 მილიარდ დოლარს აჭარბებდა, ხოლო წლიური ზრდა 7.3%-ით განისაზღვრა.