საქართველოში ფსტის იმპორტი გაორმაგდა, ფასი კი 123%-ით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით,ამ წლის იანვარ-თებერვალში იმპორტირებულია 729 ტონა ფსტა, რომლის ღირებულებაც 5 მილიონ დოლარს აჭრბებს. ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში იმპორტზე შემოვიდა 306 ტონა ფსტა, რომლის ღირებულებაც ჯამში მილიონ დოლარსაც კი არ აღწევდა.
რაოდენობასთან ერთად მნიშვნელოვნად არის გაძვირებული საქართველოში იმპორტირებული ამ თხილეულის ფასი, გადასახადების გარეშე თუ საშუალოდ კილოგრამზე 3 დოლარი და 19 ცენტი ჯდებოდა, წელს იგივე პერიოდში ფასი ფასმა უკვე 7 დოლარს გადააჭარბა. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დიდი რაოდენობით ფისტა წელს ამერიკიდან შემოგვიტანია, შემდეგი საიმპორტო ბაზარია თურქეთი, რომელსაც მოსდებს ირანი, უზბეკეთი და სომხეთ. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან რეექსპორტზე ფისტამ მხოლოდ მცირე რაოდენობით გადის. წელს სულ დაახლოებით 7 ათასი დოლარის ღირებულების ეს თხილეული გავიდა, უცნაურია მაგრამ კანადაში. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ რომ იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა მთლიანად ადგილობრივ მოხმარებას უკავშირდება. თვალშისაცემია, რომ სულ უფრო ხშირად იყენებენ ფსტას და მის ნაწარმს საკონდიტრო წარმოებაში.