სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა საკვებსაც შეამოწმებს.
სააგენტომ ცხოველის საკვებში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის გამოვლენის მიზნით ლაბორატორიული გამოკვლევისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა. ტექნიკური დავალების მიხედვით, მიმწოდებელმა ცხოველის საკვების 30 ნიმუშში 3 მაჩვენებელზე კვლევა უნდა უზრუნველყოს. „ლაბორატორიული კვლევისათვის წარდგენილი ნიმუშების გამოცდა უნდა ჩატარდეს აღნიშნული შესყიდვით განსაზღვრული გამოსაკვლევი მაჩვენებლების ტესტირების სფეროში აკრედიტებულ ლაბორატორიაში, აკრედიტებული მეთოდებით“, - აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში. მიმწოდებელმა წინადადება 2025 წლის 15 აპრილის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს. ცხოველების საკვების ხარისხისა და უვნებლობის საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ფერმა ძროხების საკვებად ქათმის ექსკრემენტებს იყენებდა. ამ ერთმა კონკრეტულმა შემთხვევამ ბევრი შეკითხვა გააჩინა და სურსათის უვნებლობის საკითხი სულ სხვა აქტიულობით წამოწია წინ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იცავენ ადგილობრივი ფერმერები კანონით განსაზღვრულ ნორმებს ცხოველების გამოსაკვებად და სურსათის უვნებლობიბს კვლევა არა საწარმოდან ან დახლიდან, არამედ წარმოებსითვის საჭირო ნედეულის წარმოების სრული ციკლიდან ხომ არ უნდა დავიწყოთ