ოკუპანტი რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ალაპარაკდა.რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის , მიხაილ გალუზინის შემდგომ ახლა უკვე კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგას - განცხადების საპასუხოდ ქართული მხარე აცხადებს, რომ ვიდრე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია მსგავს საკითხებზე პოზიტიური პასუხი ვერ იქნებათ.