თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია გამოიკითხა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გამომძიებლებს ის მთავარი გარემოებები განუმარტა, რის გამოც ის პარლამენტში დროებით საგამოძიებო სხდომაზე არ მივიდა.
ამასთანავე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გივი თარგამაძეს ამავე კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურორის განმარტებით, გივი თარგამაძემ არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, რაც გულისხმობს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას.