პარლამენტმა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით 83 ხმით, ერთხმად მიიღო. ამ ინიციატივის ამოქმედების შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიებისთვის ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ. ამავე კანონის გათვალისწინებით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ცვლილებების მიღების მოტივად ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენების შემცირებას ასახელებენ. რას გულისხმობს ეს ცვლილებები და რას ამბობენ პოლიტიკური მხარეები.