19 აპრილს დემონსტანტები მასშტაბურ აქციას აანონსებენ. ორგანიზატორების განცხადებით, მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უნდა გააგონონ ხმა მმართველ გუნდს, რომელიც მათივე თქმით საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის ინტერესებს ატარებს. გუშინ კი 28 ნოემბრიდან მიმდიონარე საპროტესტო აქციების 139-ე დღესაც აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები უცველელია- დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.