აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტემი ბრიუსის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს იქამდე არ მოხსნის, სანამ ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება. ბრიუსმა უპასუხა შეკითხვას, იყო თუ არა რაიმე განხილვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იქამდე სანამ ხოცვა-ჟლეტა არ შეწყდება, არანაირი მოლაპარაკებები არ გაიმართება. მისივე თქმით, ბზობის შემდეგ, როდესაც ქალაქ სუმზე თავდასხმა განხორციელდა, აშკარაა დინამიკა, სადაც მეტი კითხვა უნდა გაჩნდეს საკითხზე, თუ ვინ არის სინამდვილეში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის მიმართ ერთგული.