რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ოკუპანტებმა გასულ ღამეს ოდესაზე დრონებით კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი შენობები და საწყობები დაზიანდა. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, დარტყმამ განსაკუთრებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა, მათ შორის საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.