სერბეთში საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ბლოკირება მოახდინეს. სტუდენტები სერბეთის რადიოსა და ტელევიზიის შენობასთან შეიკრიბნენ და კარვები გაშალეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბლოკირებას მომდევნო დღეებშიც გააგრძელებენ. საპროტესტო მოძრაობის ლიდერები სერბეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციების მიკერძოებულად გაშუქებაში ადანაშაულებენ. სერბეთში ანტისამთავრობო აქციები ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, როდესაც სადგურის ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევას 16 ადამიანი ემსხვერპლა.